მწვანე ქალაქი ლისზე

მწვანე ქალაქი ლისზე კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია. მრავალფუნქციური   კომპლექსი თბილისში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, დუპლექსებს, თაუნჰაუსებს, საკუთარ სახლებს - ვილებს. 4 პარკს, საცურაო აუზსა და ფიტნეს დაბაზს. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო და გასართობი ზონები. ღია და დახურული პარკინგები. 

მწვანე ქალაქში გამოირჩევა ინოვაციური, მწვანე პრინციპების გამოყენებით. ქალაქში დამოტაჟებულია ელექტრო დამტენები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩვენ მაცხოვრებლებს, პარკირების ადგილზე დატენონ თავიანთი ელექტრო მანქანები, ასევე ქალაქში ხდება წვიმის წყლის შეგროვება, იმისათვის რომ სარწყავი მიზნებისთვის წყალი ზედმეტად არ დაიხარჯოს. ჩვენი მომხმარებლები გადასახადების 30%-ს ზოგავენ ზუსტად იმ ენერგოეფექტიანობის წყალობით, რაც ჩვენ მშენებლობაში სტანდარტად გვაქვს დანერგილი.

მწვანე ქალაქს ყოველ დღე 50 კაციანი მებაღეთა და სერვის მენეჯერთა  გუნდი უვლის. პროექტის დაწყების დღიდან, მწვანე ქალაქის ტერიტორიაზე 40,000-მდე ხე დაირგო. ერთ სულ მოსახლეზე ქალაქში 50კვ. მეტრი სიმწვანეა გათვალისწინებული, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილი სტრანდარტის შესაბამისია.

კომპანიის მისიაა შევქმნათ უსაფრთხო და მყუდრო გარემო ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, სადაც ყველა პირობაა იმისათვის რომ თავი ყოველდღე განსაკუთრებულად იგრძნო. ჩვენი პასუხისმგებლობაა წვლილი შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში, შევმატოთ მას მეტი სიმწვანე და შევქმნათ ეკო ოაზისი.

ჩვენი გუნდი

დირექტორთა საბჭო

ბადრი ჯაფარიძე

მარიამ მეღვინეთუხუცესი

ბობ მეიერი

მამუკა ხაზარაძე

მენეჯმენტი

ნოდარ ადეიშვილი

გენერალური დირექტორი

ადმინისტრაცია

ხათუნა კიკნაველიძე

ოფის მენეჯერი

მარკეტინგი

მარიამ ოსეფაიშვილი

მარკეტინგის დირექტორი

ელენე ზამთარაძე

მარკეტინგის მენეჯერი

კოტე გელაშვილი

მარკეტინგის მენეჯერი

ფინანსები

გიორგი მაჭავარიანი

ფინანსური დირექტორი

მარიკა ფალიანი

ფინანსური მენეჯერი

თეო ბერიძე

ბუღალტერი

გიორგი გიგაური

ფინანსური მენეჯერი

თამარ სამყურაშვილი

ბუღალტერი

სამშენებლო გუნდი

ბესო თულაშვილი

მშენებლობის ხელმძღვანელი

იურიდიული განყოფილება

ლევან ბაშინურიძე

იურისტი

გაყიდვების დეპარტამენტი

ნათია აბაშიძე

გაყიდვების მენეჯერი

მარიამ ბერუჩაშვილი

გაყიდვების მენეჯერი

ანი რობაქიძე

გაყიდვების მენეჯერი

მარიამ ჭარხალაშვილი

გაყიდვების მენეჯერი

არქიტექტორები

ნინო მშველიძე

არქიტექტორი

სალომე პაპიაშვილი

არქიტექტორი

ლისი აბანო

ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ლისის ტბის შემოგარენში თერმული წყარო არსებობს. 2015 წელს ტბის ტერიტორიაზე გოგირდის აბანო გაიხსნა. აქ თქვენ საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ გოგირდის სამკურნალო წყლების აბაზანებით, მექისეს მომსახურებით და დატკბეთ ლისის ტბის ულამაზესი ხედებით, რომელიც აბანოს ტერასიდან იშლება.

ლისის ტბა

მწვანე ქალაქიდან 1 კილომეტრში მდებარეობს დედაქალაქის უმსხვილესი რეკრეაციული ზონა - ლისის ტბა. ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით. ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება კომპანია ლისი დეველოპმენტმა 2012 წელს დაიწყო. ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე. სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი სანაპირო ზოლი გარუჯვის მოყვარულთათვის.

ლისი გრინსი

ლისი დეველოპმენტი ეკოლოგიაზე ორიენტირებული კომპანიაა, რაც გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას საქართველოში. გარემოზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. შესაბამისად, იგი აქტიურადაა ჩართული გარემოს გამწვანებასა და მდგრად განვითარებაში. სანერგე ,,ლისი გრისნი’’ გამოირჩევა განსაკუთრებით ხარისხიანი მცენარეების ფართო ასორტიმენტით ექსკლუზიურად იტალიიდან: მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მოყვავილე ხეები და ბუჩქები. იშვიათი ჯიშის ხილის ხეები, იაპონური ნეკერჩხალი, ლიანების, ბონსაის, ვარდებისა და ღვიების კოლექციები. ლისი გრინსის პარტნიორია ცნობილი იტალიური კომპანია Innocenti & Mangoni Piante, რომელიც 1950 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სანერგე ინდუსტრიაში.

ამერიკული აკადემია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა VIII-XII კლასებში 375-ს შეადგენს. სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიის მაღალკვალიფიციური და მატერიალურად სათანადოდ უზრუნველყოფილი მასწავლებლები გაკვეთილებს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლასებსა და ლაბორატორიებში ატარებენ, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების ინტერაქტიური სწავლებისთვის. მიუხედავად სახელისა, სკოლა ქართულია და ქართველებისთვის არის შექმნილი. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება. აკადემიაში მიღების მსურველებმა უნდა ჩააბარონ ტესტები ქართულში, ინგლისურში, მათემატიკასა და ესეს წერაში, აგრეთვე, გაიარონ გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. აკადემიაში სწავლის საშუალება უცხოელ მოსწავლეებსაც ეძლევათ.