არქიტექტორები

Architects.ge

კომპანია - architects.ge, "მწვანე ქალაქი ლისზე" -ს არქიტექტურული პროექტის ავტორია. 

იხილეთ ვებ გვერდი

UN Studio

არქიტექტორული სააგენტო UN სტუდიო, რომელიც 1988 წელს ბენ ვან ბერკელმა და კაროლინ ბოსმა დაარსეს, ქსელური ორგანიზაციაა, საერთაშორისო წარმომადგენლობით ამსტერდამში, ჰონკონგსა და შანხაიში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა არქიტექტურული პროექტების, ინტერიერის დიზაინის და პროდუქტების დიზაინის შექმნა, ასევე ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელება. UN სტუდიოს ქსელში, რომელიც 27 ქვეყანაში ოპერირებს, 200 ადამიანია დასაქმებული. მსგავსი სტრუქტურა საგრძნობლად აჩქარებს საორგანიზაციო პროცესს. შესაბამისად, დიზაინის შემუშავებასა და დამკვეთთან ურთიერთობას მეტი დრო ეთმობა. UN Studio და კომპანია ლისი დეველოპმენტის თანამშრომლობა 2016 წელს, ლისი გრინ თაუერის პროეტზე მუშაობით დაიწყო.     UN სტუდიო მრავალი წარმატებული პროექტის ავტორია. მათ შორისაა „მერსედეს ბენცის“ მუზეუმი გერმანიაში, „შენჯენ მიქს C+“ ჩინეთში, „რაფლ სიტი“ ჩინეთში, „არდმორ რეზიდენსი“ გერმანიაში, „სამსუნგ გალაქსი სტუდიო“ ბრაზილიაში, ბეთჰოვენის საკონცერტო დარბაზი გერმანიაში, „პრინც კლაუს პრიჯი“ ჰოლანდიაში და სხვა. UN სტუდიომ 25 წლის მანძილზე წარმატებით განახორციელა მრავალი პროექტი აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და ამ ხნის განმავლობაში დიდი პრაქტიკული ცოდნა და ღირებული გამოცდილება დააგროვა. მისი ქსელი რეგულარულად იზრდება, კომპანიას მუდმივად უერთებიან კონსულტანტები, პარტნიორები, მრჩეველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გარდა ამისა, არსებობს „იდეებისა და კვლევების მონაცემთა ბაზა“, რომელსაც კომპანიის დიზაინერები ქმნიან. პროექტის განვითარების პროცესში უამრავი იდეა განიხილება. საბოლოოდ კი, როგორც წესი, მხოლოდ ერთს ენიჭება უპირატესობა. ამიტომაც, „გადადებული იდეები“ მონაცემთა ბაზაში, ე.წ. „ცოდნის პლატფორმაში“ ერთიანდება და შემდგომ მათი განხორციელება, შესაძლოა, სხვა დროს, სხვა გარემოში მოხდეს. 

იხილეთ ვებ გვერდი

WATG

მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურულ  ბიუროს WATG კურორტ ბუკნარის პროექტზე მუშაობს. კოპაანიას 70 წლიანი გამოცდილება აქვს სტუმართ-მასპინლძლობის სფეროში პროექტების კეთების კუთხით, მათი ფორთფოლიო ააერთიანებს მხსილიოში უსმხვილების კურორტების განაშენიებას, ესენია: სასტუმროები ‘Four Seasons’  ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბთა გაერთიანებული საემიროებში, მექსიკაში, მავრიკიაში; კურორტი - ‘ATLANTIS THE PALM’ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, SHANGRI-LA GARDEN WING სასტუმრო სინგაპურში, ENCORE WYNN ლას ვეგასში და ‘PALACE OF THE LOST CITY’ სამხრეთ აფრიკაში და ა.შ.

იხილეთ ვებ გვერდი