კომპანია "ლისი დეველოპმენტი" INTERNATIONAL PROPERTY AWARDS-ზე კიდევ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

უკვე რამოდენიმე წელია რაც კომპანია ლისი დეველოპმენტი მონაწილეობს საერთაშორისო დაჯილდოვებაზე International Property Awards. კომპანიამ 2016 წლის ცერემონიაზე მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: Highly commended - Mixed use Development Georgia, და Highly commended - Residential Development Georgia Lisi Tower. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 70-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად "ლისი დეველოპმენტი" აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში. 

  • 08/07/2016

უახლესი ამბები

სოფელ ბერშუეთის სკოლის დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ლისი დეველოპმენტმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აუქციონში „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ და საოკუპაციო ზოლთ...

ლისი დეველოპმენტი - საერთაშორისო ფორუმის "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა" მწვანე პარტნიორია

თბილისში, უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის ყოველწლიური, საერთაშორისო ფორუმი "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა" ჩატარდა, რომლის მწვანე პარტნიო...